---
title: "მუხლი 11. სალიცენზიო — საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებების სისტემაში ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გადაცემის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1291359-sakartvelos-aghmasrulebeli-khelisuplebis-samtavrobo-dawesebulebebis-si/11"
law: "საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებების სისტემაში ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გადაცემის წესის შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 1291359"
adopted: "2003-09-29"
consolidated_as_of: "2005-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. სალიცენზიო — საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებების სისტემაში ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გადაცემის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2005-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებების სისტემაში ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გადაცემის წესის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2005-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1291359-sakartvelos-aghmasrulebeli-khelisuplebis-samtavrobo-dawesebulebebis-si/11

და
სანებართვო
რეესტრების
წარმოება
1. ამ ბრძანებულებით განსაზღვრული ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტრო ან უწყება, რომელსაც გადაეცემა ლიცენზიის/ნებართვის გაცემის უფლებამოსილება, ვალდებულია აწარმოოს უწყებრივი სალიცენზიო/სანებართვო რეესტრი „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძველების შესახებ“ საქართველოს კანონის VIII თავით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტრო ან უწყება ვალდებულია მონაცემების რეესტრში შეტანიდან 10 დღეში აცნობოს ამის შესახებ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის სამთავრობო დაწესებულებას და სახელმწიფო სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის მწარმოებელ ორგანოს, ასევე უზრუნველყოს მისი გამოქვეყნება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის VIII თავით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1291359-sakartvelos-aghmasrulebeli-khelisuplebis-samtavrobo-dawesebulebebis-si/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1291359-sakartvelos-aghmasrulebeli-khelisuplebis-samtavrobo-dawesebulebebis-si/12.md
