---
title: "მუხლი 4. საქმიანობის — საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებების სისტემაში ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გადაცემის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1291359-sakartvelos-aghmasrulebeli-khelisuplebis-samtavrobo-dawesebulebebis-si/4"
law: "საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებების სისტემაში ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გადაცემის წესის შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 1291359"
adopted: "2003-09-29"
consolidated_as_of: "2005-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. საქმიანობის — საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებების სისტემაში ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გადაცემის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2005-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებების სისტემაში ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გადაცემის წესის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2005-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1291359-sakartvelos-aghmasrulebeli-khelisuplebis-samtavrobo-dawesebulebebis-si/4

ნუსხა
,
რომელზეც
ლიცენზიის
გაცემის
უფლებამოსილება
გადაეცემა
ავტონომიური
რესპუბლიკის
შესაბამის
სამინისტროს
ან
უწყებას
საქართველოს სამთავრობო დაწესებულებების სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს ან უწყებას ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილება გადაეცემა შემდეგი სახის საქმიანობისათვის:
ა) სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობა – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს;
ბ) საპროექტო-სამშენებლო საქმიანობა – საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს;
გ) საზღვაო სამგზავრო გადაყვანა – საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის უწყებას;
დ) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ნ.ა.“. „ნ.ბ“, „ ნ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის სფეროში – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამი-ნისტროს;
ე) საშემფასებლო საქმიანობა – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს;
ვ) ბუნებრივი რესურსების სარგებლობა (გარდა ნავთობის, გაზის, მიწის რესურსებისა და ტყის სარგებლობისა) – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს;
ზ) გარემოს დაცვის საქმიანობა – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს;
თ) გარემოზე ზემოქმედების შეფასების საქმიანობა – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს;
ი) სამთო მოპოვებისა და სამთამადნო საქმიანობა – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს;
კ) გეოლოგიური საქმიანობა – საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის დეპარტამენტს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1291359-sakartvelos-aghmasrulebeli-khelisuplebis-samtavrobo-dawesebulebebis-si/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1291359-sakartvelos-aghmasrulebeli-khelisuplebis-samtavrobo-dawesebulebebis-si/5.md
