---
title: "მუხლი 5. საქმიანობის ნუსხა, რომელზეც ნებართვის გაცემის უფლებამოსილება გადაეცემა ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს ან უწყებას — საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებების სისტემაში ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გადაცემის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1291359-sakartvelos-aghmasrulebeli-khelisuplebis-samtavrobo-dawesebulebebis-si/5"
law: "საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებების სისტემაში ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გადაცემის წესის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 1291359"
adopted: "2003-09-29"
consolidated_as_of: "2005-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. საქმიანობის ნუსხა, რომელზეც ნებართვის გაცემის უფლებამოსილება გადაეცემა ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს ან უწყებას — საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებების სისტემაში ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გადაცემის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2005-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებების სისტემაში ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გადაცემის წესის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2005-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1291359-sakartvelos-aghmasrulebeli-khelisuplebis-samtavrobo-dawesebulebebis-si/5

საქართველოს სამთავრობო დაწესებულებების სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს ან უწყებას ნებართვის გაცემის უფლებამოსილება გადაეცემა შემდეგი სახის საქმიანობისათვის:
ა) გარემოს დაცვის ნებართვა – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს;
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერებისათვის აუცილებელი დიაგნოსტიკური ცენტრების საქმიანობის ნებართვა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს;
გ) ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების, კაზინოების (სამორინეების) მოწყობის ნებართვა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს;
დ) ტყითსარგებლობის ნებართვა – საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის დეპარტამენტს;
ე) ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს;
ვ) ბეჭდებისა და შტამპების დამზადების ნებართვა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს;
ზ) საზღვაო ბუქსირზიდვის (გარდა სანავსადგურო ბუქსირზიდვისა) ნებართვა – საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის უწყებას;
თ) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის „ყ.ა.“, „ყ.ბ“, „ყ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის სფეროში – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სისტემაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს.
თავი III. ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს ან უწყების მიერ ლიცენზიის/ნებართვის გაცემის წესი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1291359-sakartvelos-aghmasrulebeli-khelisuplebis-samtavrobo-dawesebulebebis-si/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1291359-sakartvelos-aghmasrulebeli-khelisuplebis-samtavrobo-dawesebulebebis-si/6.md
