---
title: "მუხლი 6. განცხადების — საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებების სისტემაში ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გადაცემის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1291359-sakartvelos-aghmasrulebeli-khelisuplebis-samtavrobo-dawesebulebebis-si/6"
law: "საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებების სისტემაში ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გადაცემის წესის შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 1291359"
adopted: "2003-09-29"
consolidated_as_of: "2005-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. განცხადების — საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებების სისტემაში ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გადაცემის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2005-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებების სისტემაში ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გადაცემის წესის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2005-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1291359-sakartvelos-aghmasrulebeli-khelisuplebis-samtavrobo-dawesebulebebis-si/6

წარდგენა
ლიცენზიის
/
ნებართვის
მისაღებად
1. ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს ამ ბრძანებულების მე-3 მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, წერილობით განცხადებას ლიცენზიის/ნებართვის მისაღებად წარუდგენს ავტონომიური რესპუბლიკის იმ შესაბამის სამინისტროს ან უწყებას, რომელსაც ამ ბრძანებულებით განსაზღვრული წესით გადაცემული აქვს შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გაცემის უფლებამოსილება.

2. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის/ნებართვის მაძიებლის განცხადება წარდგენილია საქართველოს სამთავრობო დაწესებულებაში, შესაბამისი დაწესებულება ვალდებულია სამ დღეში განცხადება თანდართული დოკუმენტებით გადაუგზავნოს ავტონომიური რესპუბლიკის იმ შესაბამის სამინისტროს ან უწყებას, რომელსაც გადაცემული აქვს ლიცენზიის/ნებართვის გაცემის უფლებამოსილება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული გარემოების შემთხვევაში განმცხადებელს აღნიშნულის თაობაზე უნდა ეცნობოს შესაბამისი დასაბუთებით გადაგზავნიდან 2 დღეში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1291359-sakartvelos-aghmasrulebeli-khelisuplebis-samtavrobo-dawesebulebebis-si/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1291359-sakartvelos-aghmasrulebeli-khelisuplebis-samtavrobo-dawesebulebebis-si/7.md
