---
title: "მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/1"
law: "სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 12922"
adopted: "2003-08-14"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/1

1. ეს კანონი არეგულირებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 1998 წლის 17 ივლისის წესდების – რომის სტატუტის (შემდგომში – სტატუტი) საფუძველზე დაფუძნებულ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან (შემდგომში – საერთაშორისო სასამართლო) საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს, განსაზღვრავს საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობაზე უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოსა და საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობისას სამართლებრივი ურთიერთდახმარების ფორმებს.

2. კანონში ტერმინები გამოყენებულია სტატუტით განსაზღვრული მნიშვნელობით.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/2.md
