---
title: "მუხლი 10. საერთაშორისო სასამართლოს თხოვნის შინაარსი — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/10"
law: "სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 12922"
adopted: "2003-08-14"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. საერთაშორისო სასამართლოს თხოვნის შინაარსი — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/10

1. საერთაშორისო სასამართლოს თხოვნის შინაარსი უნდა აკმაყოფილებდეს სტატუტით დადგენილ შესაბამის საპროცესო ღონისძიებათა განხორციელებისთვის აუცილებელ მოთხოვნებს.

2. თხოვნა უნდა შეიცავდეს: ა) საქმის არსებითი გარემოებების სრულყოფილ მიმოხილვას, ასევე მათ სამართლებრივ კვალიფიკაციას; ბ) დეტალურ და სრულ ინფორმაციას იმ პირზე, რომლის მიმართაც წარმოებს სისხლის სამართლის საქმე, ასევე დეტალურ ცნობებს პირზე, ადგილზე ან ობიექტზე, რომელთა დადგენა და ამოცნობა საჭიროა აღნიშნული თხოვნის შესასრულებლად; გ) თხოვნის ობიექტის, ასევე შესასრულებელი პროცედურებისა და მოთხოვნილი დახმარების სრულყოფილ მიმოხილვას.

3. თუ თხოვნა არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებულ პირობებს, უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია საერთაშორისო სასამართლოსგან ან/და მისი ორგანოებისგან მოითხოვოს ხარვეზების გამოსწორება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/11.md
