---
title: "მუხლი 11. თხოვნის განხილვა და შესრულება — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/11"
law: "სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 12922"
adopted: "2003-08-14"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. თხოვნის განხილვა და შესრულება — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/11

1. უფლებამოსილი ორგანო იხილავს მიღებულ თხოვნას და განსაზღვრავს, თუ რომელი სახელმწიფო ორგანოა უფლებამოსილი თხოვნის შესრულებისთვის, ამასთან, ადგენს დასაშვებ მოქმედებებს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში.

2. თუ თხოვნის დაუყოვნებლივ შესრულება ხელს შეუშლის საქართველოში მიმდინარე გამოძიებას ან სისხლისსამართლებრივ დევნას იმ საქმის გამო, რომელსაც თხოვნა არ ეხება, უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, სტატუტის 94-ე მუხლით განსაზღვრული წესით, თხოვნის აღსრულება გადადოს იმ ვადით, რა ვადაზეც იგი საერთაშორისო სასამართლოსთან შეთანხმდება. ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამოძიების დასრულებისთვის დადგენილ ვადას.

3. თხოვნის განხილვის დამთავრების შემდეგ უფლებამოსილი ორგანო გადაწყვეტილებას იღებს თანამშრომლობის განხორციელებისა და თანამშრომლობის მოცულობის შესახებ.

4. უფლებამოსილი ორგანო ან/და თხოვნის აღმსრულებელი ორგანო თხოვნის მიღების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას წერილობით ატყობინებს ამ კანონით გასაჩივრებისთვის უფლებამოსილ პირს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილი აქვს საქართველოში ან საქმიანობს საქართველოში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/12.md
