---
title: "მუხლი 13. იმუნიტეტებთან დაკავშირებული საკითხები — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/13"
law: "სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
article: "13"
identifier: "matsne 12922"
adopted: "2003-08-14"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. იმუნიტეტებთან დაკავშირებული საკითხები — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/13

თუ საერთაშორისო სასამართლოს თხოვნა დაკავშირებულია იმ პირის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნის განხორციელებასთან, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სარგებლობს იმუნიტეტით, უფლებამოსილი ორგანო შესაბამის სახელმწიფო ორგანოს მიმართავს ასეთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ღონისძიებათა განხორციელების საფუძვლის არსებობის თაობაზე და ხელს უწყობს იმ მოქმედებების დროულად შესრულებას, რომლებიც იმუნიტეტთან დაკავშირებით გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციასა და საქართველოს კანონმდებლობაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/14.md
