---
title: "მუხლი 14. პირისთვის საქმის მასალების გაცნობა — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/14"
law: "სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 12922"
adopted: "2003-08-14"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. პირისთვის საქმის მასალების გაცნობა — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/14

1. უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით, პირს, რომელსაც შეეხება საერთაშორისო სასამართლოს თხოვნა, უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს: ა) საერთაშორისო სასამართლოში განსახილველი საქმის ინტერესებიდან გამომდინარე; ბ) არსებითი სამართლებრივი საფუძვლის გამო, თუ ამას საერთაშორისო სასამართლო მოითხოვს; გ) მისაღები ღონისძიების დაუყოვნებლივ განხორციელების აუცილებლობის გამო; დ) კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის გამო.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/15.md
