---
title: "მუხლი 15. საქართველოს მიერ წარდგენილი თხოვნა — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/15"
law: "სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
article: "15"
identifier: "matsne 12922"
adopted: "2003-08-14"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. საქართველოს მიერ წარდგენილი თხოვნა — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/15

1. საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას დაქვემდებარებული დანაშაულის ფაქტების არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფო ორგანოებს, რომლებიც ახორციელებენ სისხლისსამართლებრივ დევნას, უფლება აქვთ უფლებამოსილი ორგანოს მეშვეობით თხოვნით მიმართონ საერთაშორისო სასამართლოს.

2. საქართველოს სახელით უფლებამოსილი ორგანოს მიერ საერთაშორისო სასამართლოში წარდგენილი თხოვნა უნდა შეესაბამებოდეს სტატუტითა და ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/16.md
