---
title: "მუხლი 17. საქართველოს ტერიტორიის გამოყენება პირის გადაადგილებისთვის — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/17"
law: "სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
article: "17"
identifier: "matsne 12922"
adopted: "2003-08-14"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. საქართველოს ტერიტორიის გამოყენება პირის გადაადგილებისთვის — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/17

1. სასამართლოს თხოვნით უფლებამოსილი ორგანო გასცემს ნებართვას დაპატიმრებულ პირთა საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაადგილების თაობაზე.

2. ტრანზიტით გადაადგილების ნებართვას არ საჭიროებს ის დაპატიმრებული პირი, რომლის ტრანზიტით გადაადგილება ხორციელდება საქართველოს საჰაერო სივრცეში ხმელეთზე დაუშვებლად.

3. გაუთვალისწინებელი დაფრენის შემთხვევაში, ტრანზიტით გადასაყვანი პირი დაკავებული და გადაყვანილი იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დაკავებულ პირთა დროებითი ყოფნის იზოლატორში. უფლებამოსილი ორგანო დაუყოვნებლივ მიმართავს საერთაშორისო სასამართლოს, რათა მიიღოს თხოვნა ტრანზიტის თაობაზე. თუ დაკავებიდან 72 საათის განმავლობაში ასეთი თხოვნა არ იქნება წარმოდგენილი, დაკავებული პირი განთავისუფლდება. თუ თხოვნა დაგვიანებით იქნება მიღებული, განთავისუფლებული პირი ხელახლა იქნება დაკავებული და მისი ტრანზიტით გადაადგილებაზე გაიცემა ნებართვა.

4. ტრანზიტით გადაადგილებაზე გაცემული ნებართვა არ საჩივრდება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/18.md
