---
title: "მუხლი 18. ერთდროული თხოვნები — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/18"
law: "სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
article: "18"
identifier: "matsne 12922"
adopted: "2003-08-14"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. ერთდროული თხოვნები — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/18

1. თუ საქართველო ერთდრულად ერთი და იმავე პირის თაობაზე მიიღებს გადაცემის ან ექსტრადიციის თხოვნას საერთაშორისო სასამართლოსა და სხვა სახელმწიფოსაგან, უფლებამოსილი ორგანო გადაწყვეტილებას მიიღებს სტატუტის 90-ე მუხლის შესაბამისად.

2. თუ საქართველო ერთდროულად საერთაშორისო სასამართლოსა და სხვა სახელმწიფოსაგან მიიღებს იდენტურ თხოვნას იმ საკითხებზე თანამშრომლობის თაობაზე, რომელიც არ შეეხება პირის გადაცემას, ასეთ შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანო გადაწყვეტილებას იღებს სტატუტის 93-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად.

3. თუ ერთდროული თხოვნების არსებობისას უფლებამოსილმა ორგანომ დააკმაყოფილა სხვა სახელმწიფოს თხოვნა, იგი ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს საერთაშორისო სასამართლოს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/19.md
