---
title: "მუხლი 20. გადაცემის სამართლებრივი საფუძველი — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/20"
law: "სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
article: "20"
identifier: "matsne 12922"
adopted: "2003-08-14"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. გადაცემის სამართლებრივი საფუძველი — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/20

1. პირი საერთაშორისო სასამართლოს გადაეცემა, თუ თხოვნიდან და თანდართული მასალებიდან გამომდინარეობს, რომ ჩადენილი ქმედება საერთაშორისო სასამართლოს განსჯადია.

2. თუ საერთაშორისო სასამართლო სტატუტის მე-17–მე-19 მუხლების შესაბამისად იხილავს საჩივარს განსჯადობის თაობაზე, უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, თხოვნის შესრულება იმ ვადით გადადოს საერთაშორისო სასამართლოს მიერ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე.

3. საქართველოს მოქალაქის საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემის შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია თხოვნით მიმართოს საერთაშორისო სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ ამ პირის საქართველოში დაბრუნების თაობაზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/21.md
