---
title: "მუხლი 22. თხოვნა ძებნისა და დაკავების თაობაზე. მტკიცებულებათა დაცვის უზრუნველყოფა — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/22"
law: "სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
article: "22"
identifier: "matsne 12922"
adopted: "2003-08-14"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. თხოვნა ძებნისა და დაკავების თაობაზე. მტკიცებულებათა დაცვის უზრუნველყოფა — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/22

1. ძებნისა და დაკავების თხოვნა უნდა შეიცავდეს: ა) ზუსტ მონაცემებს იმ პირის შესახებ, ვის მიმართაც შემოვიდა თხოვნა, ასევე მითითებას პირის სავარაუდო ადგილსამყოფლის თაობაზე; ბ) საქმის გარემოებების მოკლე აღწერას, ასევე ქმედების ჩადენის დროისა და ადგილის მითითებას; გ) მითითებას, რომლის თანახმადაც, პირის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული დაპატიმრების ბრძანება ან განაჩენი; დ) მითითებას, რომ პირის დაკავების შემთხვევაში, გადაცემის შესახებ თხოვნა დამატებით იქნება წარდგენილი.

2. უფლებამოსილი ორგანო თხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს პირის ძებნის, დაკავებისა და ჩხრეკის ღონისძიებათა განხორციელებას.

3. დაკავებისას უნდა მოხდეს იმ საგნების ამოღება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვა, რომლებიც შესაძლებელია საერთაშორისო სასამართლოში პროცესის დროს მტკიცებულებად იქნეს გამოყენებული.

4. დაკავების და მტკიცებულებათა ამოღების შესახებ ეცნობება უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც ამის თაობაზე დაუყოვნებლივ ატყობინებს საერთაშორისო სასამართლოს და მისგან მოითხოვს გადაცემის შესახებ თხოვნის დაუყოვნებლივ გადმოგზავნას. საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №478 - სსმ I , № 30 , 07.11.2008 წ., მუხ. 195

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/23.md
