---
title: "მუხლი 23. პირის დაპატიმრება გადაცემის მიზნით — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/23"
law: "სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
article: "23"
identifier: "matsne 12922"
adopted: "2003-08-14"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. პირის დაპატიმრება გადაცემის მიზნით — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/23

1. უფლებამოსილი ორგანო პირის დაკავებიდან 48 საათის განმავლობაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემის მიზნით პირის დაპატიმრების თაობაზე ბრძანების გაცემის შესახებ. სასამართლო მომდევნო 24 საათის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას პირის დაპატიმრების თაობაზე ბრძანების გაცემის შესახებ. თუ სასამართლო ამ ვადაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას, დაკავებული პირი თავისუფლდება.

2. დაპატიმრების ბრძანება უნდა შეიცავდეს: ა) სისხლისსამართლებრივი წესით დევნილი პირის მონაცემებსა და მისთვის ბრალად შერაცხულ ქმედებას; ბ) მითითებას, რომ პირის გადაცემას ითხოვს საერთაშორისო სასამართლო; გ) მითითებას, რომ პირს აქვს გასაჩივრებისა და დაცვით სარგებლობის უფლება.

3. თუ სისხლისსამართლებრივად დევნილი პირის დაპატიმრება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად არ შეიძლება, საერთაშორისო სასამართლოსთან თათბირის შემდეგ უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს ასეთი პირის მიმართ დაპატიმრების ნაცვლად გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აღკვეთის სხვა ღონისძიება.

4. დაკავებისას უნდა დადგინდეს, დაპატიმრებული პირის იდენტურობა საერთაშორისო სასამართლოს თხოვნაში მითითებულ პირთან. დაპატიმრებულ პირს განემარტება მისი საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემის საფუძველი და გადაცემის გამარტივებული პროცედურა. დაპატიმრებული პირი დაიკითხება პირადი მონაცემების თაობაზე და განემარტება დაცვის უფლებით სარგებლობის შესახებ.

5. გადასაცემ პირს უფლება აქვს, დაპატიმრების შესახებ ბრძანების ასლის მიღებიდან 5 დღის ვადაში გაასაჩივროს ეს ბრძანება სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი № 1418 - სსმ I , № 19 , 28.04.2005 წ., მუხ. 141 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისი ს კანონი № 1737 - სსმ I , № 36 , 11.07.2005 წ., მუხ. 224 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი № 478 - სსმ I , № 30 , 07.11.2008 წ., მუხ. 195

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/24.md
