---
title: "მუხლი 24. პატიმრობა გადაცემის მიზნით — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/24"
law: "სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
article: "24"
identifier: "matsne 12922"
adopted: "2003-08-14"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. პატიმრობა გადაცემის მიზნით — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/24

1. პატიმრობა გადაცემის მიზნით გრძელდება გადაცემის მთელი პროცესის მანძილზე.

2. დასაბუთებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი წესით დევნილ პირს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს შეიტანოს შუამდგომლობა პატიმრობიდან დროებით განთავისუფლების მოთხოვნით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილი ორგანო დაუყოვნებლივ ატყობინებს საერთაშორისო სასამართლოს.

3. თუ საერთაშორისო სასამართლოს თხოვნით გადასაცემი პირი პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული, უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის გარეშე არ დაიშვება მისი არც გათავისუფლება და არც საქართველოდან გაყვანა. ასევე აუცილებელია უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა ასეთი პირისათვის პატიმრობის პირობების ყოველგვარი შემსუბუქების, მისი ნახვისა და მისი კორესპონდენციის კონტროლისათვის. საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი № 2706 - სსმ I , № 12 , 24.03.2010 წ., მუხ. 72 საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3555 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/25.md
