---
title: "მუხლი 26. გადასაცემი პირის უფლებები — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/26"
law: "სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
article: "26"
identifier: "matsne 12922"
adopted: "2003-08-14"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26. გადასაცემი პირის უფლებები — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 26 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/26

1. გადაცემის თხოვნა და თანდართული მასალები სისხლისსამართლებრივი წესით დევნილ პირსა და მის დამცველს უნდა წარედგინოს მათთვის გასაგებ ენაზე.

2. უფლებამოსილი ორგანო სისხლისსამართლებრივი წესით დევნილ პირს განუმარტავს გადაცემის საფუძველს, გადაცემის გამარტივებულ პროცედურასა და მის უფლებას: ა) გაასაჩივროს ქმედებაზე საერთაშორისო სასამართლოს განსჯადობა; ბ) მოიწვიოს მისი ინტერესების დასაცავად სასურველი დამცველი ან თუ არ ჰყავს იგი, უფლებამოსილი ორგანოსგან კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს მისი შერჩევა ან სახაზინო წესით დანიშვნა.

3. სისხლისსამართლებრივი წესით დევნილი პირი დაიკითხება მისი პირადი მონაცემების შესახებ და განემარტება გადაცემის საფუძველი. პირს უფლება აქვს წარადგინოს მისი დაპატიმრებისა და გადაცემის საწინააღმდეგო არგუმენტები. დამცველს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ზემოაღნიშნულ მოქმედებათა განხორციელების პროცესში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/27.md
