---
title: "მუხლი 27. ნებართვის გაცემა პირის გადაცემაზე — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/27"
law: "სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
article: "27"
identifier: "matsne 12922"
adopted: "2003-08-14"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. ნებართვის გაცემა პირის გადაცემაზე — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/27

1. სისხლისსამართლებრივი წესით დევნილი პირის, ასევე, ამოღებული და სათანადო წესით შენახული საგნისა და ქონებრივი ღირებულების მქონე ნივთის გადაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი ორგანო.

2. თუ სისხლისსამართლებრივი წესით დევნილი პირი ან უფლებამოსილი ორგანო ასაჩივრებს საერთაშორისო სასამართლოს განსჯადობას, გადაცემაზე გადაწყვეტილების მიღება გადაიდება საერთაშორისო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.

3. თუ მესამე პირი ან დაზარალებული, რომელთა ადგილსამყოფელიც საქართველოშია, მოითხოვს საკუთრების უფლების დაცვას ამოღებულ იმ საგანზე ან ქონებრივი ღირებულების მქონე იმ ნივთზე, რომელიც შეიძლება მტკიცებულებად იქნეს გამოყენებული, ასეთ შემთხვევაში, ეს საგანი ან ქონებრივი ღირებულების მქონე ნივთი საერთაშორისო სასამართლოს გადაეცემა იმ პირობით, თუ იგი იკისრებს ვალდებულებას პროცესის დამთავრების შემდეგ უფასოდ დააბრუნოს აღნიშნული საგანი ან ქონებრივი ღირებულების მქონე ნივთი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/28.md
