---
title: "მუხლი 28. გადაცემის აღსრულება — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/28"
law: "სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
article: "28"
identifier: "matsne 12922"
adopted: "2003-08-14"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. გადაცემის აღსრულება — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/28

1. გადაცემის აღსრულება ხორციელდება დაუყოვნებლივ. ამ მიზნით, უფლებამოსილი ორგანო საერთაშორისო სასამართლოსთან შეთანხმებით, იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.

2. უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, საერთაშორისო სასამართლოსთან შეთანხმებით, გადადოს გადაცემა, თუ გადასაცემი პირის მიმართ საქართველოში სხვა ქმედებისთვის ხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნა ან იგი პატიმრობაში იმყოფება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/29.md
