---
title: "მუხლი 29. პირის დროებითი გადაცემა — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/29"
law: "სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
article: "29"
identifier: "matsne 12922"
adopted: "2003-08-14"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 29. პირის დროებითი გადაცემა — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 29 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/29

ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტით და 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს გადაწყვეტილება მიიღოს სისხლისსამართლებრივი წესით დევნილი პირის დროებით გადაცემაზე, თუ საერთაშორისო სასამართლოსთან თათბირის შემდეგ დადგინდება: ა) ვადა, რა დროის განმავლობაშიც საერთაშორისო სასამართლო ითხოვს პირის გადაცემას; ბ) რომ პირი გადაცემის მთელი პერიოდის განმავლობაში პატიმრობაში დარჩება; გ) რომ პირი პროცესის დამთავრების შემდეგ უფლებამოსილი ორგანოს თხოვნით უკან იქნება დაბრუნებული.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/28.md
Next article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/30.md
