---
title: "მუხლი 31. თანამშრომლობის ძირითადი პრინციპი — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/31"
law: "სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
article: "31"
identifier: "matsne 12922"
adopted: "2003-08-14"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 31. თანამშრომლობის ძირითადი პრინციპი — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 31 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/31

1. საერთაშორისო სასამართლოსთან სტატუტითა და ამ კანონის 32-ე მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე ხორციელდება თანამშრომლობა, თუ თხოვნიდან და თანდართული მასალებიდან გამომდინარეობს, რომ ქმედება საერთაშორისო სასამართლოს განსჯადია.

2. თუ საერთაშორისო სასამართლო, სტატუტის მე-17–მე-19 მუხლების შესაბამისად, იხილავს საჩივარს მისი განსჯადობის თაობაზე, უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს თხოვნის შესრულება გადადოს საერთაშორისო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე. ასეთ შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით შეიძლება განხორციელდეს წინასწარი ღონისძიებები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/30.md
Next article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/32.md
