---
title: "მუხლი 33. წინასწარი ღონისძიებები — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/33"
law: "სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
article: "33"
identifier: "matsne 12922"
adopted: "2003-08-14"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33. წინასწარი ღონისძიებები — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/33

1. საერთაშორისო სასამართლოს თხოვნის საფუძველზე, უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს იმ სამართლებრივი სიკეთისა და მტკიცებულებათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, რასაც საფრთხე ემუქრება, მიიღოს გადაწყვეტილება წინასწარი ღონისძიებების გამოყენების შესახებ.

2. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, თხოვნის მიღებისთანავე, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი, მიიღოს გადაწყვეტილება წინასწარი ღონისძიებების გამოყენების შესახებ. ეს ღონისძიებები უქმდება, თუ საერთაშორისო სასამართლო უფლებამოსილი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაბამის თხოვნას არ წარადგენს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/34.md
