---
title: "მუხლი 35. სხვა სახელმწიფოსათვის მტკიცებულებათა გადაცემა — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/35"
law: "სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
article: "35"
identifier: "matsne 12922"
adopted: "2003-08-14"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 35. სხვა სახელმწიფოსათვის მტკიცებულებათა გადაცემა — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 35 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/35

1. საერთაშორისო სასამართლო უფლებამოსილია, უფლებამოსილ ორგანოს თხოვნით მიმართოს იმ მტკიცებულებათა სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემაზე თანხმობის მიცემისთვის, რომელიც მას საქართველომ გადასცა.

2. უფლებამოსილი ორგანო საერთაშორისო სასამართლოს თხოვნას დააკმაყოფილებს ამ თავით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად, თუ საქმე ეხება იმ ქმედებას, რომელიც საერთაშორისო სასამართლოს განსჯადია. სხვა შემთხვევაში საკითხი გადაწყდება სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/34.md
Next article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/36.md
