---
title: "მუხლი 39. საგამოძიებო მოქმედებების წარმოება საქართველოს ტერიტორიაზე — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/39"
law: "სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
article: "39"
identifier: "matsne 12922"
adopted: "2003-08-14"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 39. საგამოძიებო მოქმედებების წარმოება საქართველოს ტერიტორიაზე — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 39 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/39

1. უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, საერთაშორისო სასამართლოს თხოვნის საფუძველზე, საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენელს ნება დართოს, სტატუტის შესაბამისად, საგამოძიებო მოქმედებები ჩაატაროს საქართველოს ტერიტორიაზე.

2. სასამართლოს წარმომადგენელთა მიერ საქართველოს ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დაშვების თაობაზე უფლებამოსილი ორგანო აცნობებს იმ სახელმწიფო ორგანოს, რომლის კომპეტენციაში შედის შესაბამისი სისხლისსამართლებრივი დევნის ღონისძიებების განხორციელება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/38.md
Next article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/40.md
