---
title: "მუხლი 40. პატიმრობაში მყოფი პირის დროებითი გადაცემა — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/40"
law: "სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
article: "40"
identifier: "matsne 12922"
adopted: "2003-08-14"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40. პატიმრობაში მყოფი პირის დროებითი გადაცემა — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 40 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/40

1. საქართველოს ტერიტორიაზე პატიმრობაში მყოფი პირი, სტატუტის 93-ე მუხლის შესაბამისად, შეიძლება საერთაშორისო სასამართლოს დროებით გადაეცეს იდენტიფიცირების, დაკითხვის, დაპირისპირების ან სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად.

2. პატიმრობაში მყოფი პირი საერთაშორისო სასამართლოს დროებით გადაეცემა, თუ საერთაშორისო სასამართლო უზრუნველყოფს გადაცემული პირის გადაადგილების ხარჯების ანაზღაურებას, მის პატიმრობაში დატოვებასა და უკან დაბრუნებას გადაცემის მიზნის შესრულებისთანავე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/39.md
Next article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/41.md
