---
title: "მუხლი 41. მტკიცებულებათა გადაცემა — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/41"
law: "სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
article: "41"
identifier: "matsne 12922"
adopted: "2003-08-14"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 41. მტკიცებულებათა გადაცემა — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 41 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/41

1. მტკიცებულების მიზნით ამოღებული საგანი, ქონებრივი ღირებულების მქონე ნივთი, დოკუმენტი, წერილობითი მასალა ან/და სხვა ნივთი, რომელიც სტატუტითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, მტკიცებულებად შეიძლება იქნეს გამოყენებული, საერთაშორისო სასამართლოს გადაეცემა თავისივე თხოვნის საფუძველზე.

2. თუ მესამე პირი ან დაზარალებული, რომელთა ადგილსამყოფელიც საქართველოშია, მოითხოვენ მათი უფლებების დაცვას ამოღებულ საგანზე ან სხვა მტკიცებულებაზე, იგი საერთაშორისო სასამართლოს გადაეცემა იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო სასამართლო ვალდებულებას იღებს, რომ პროცესის დასრულების შემდეგ ამ საგანს ან სხვა მტკიცებულებას უფასოდ დააბრუნებს.

3. გადაცემა შეიძლება გადაიდოს, თუ საგანი ან სხვა მტკიცებულება საქართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის პროცესისთვის საჭიროა და საერთაშორისო სასამართლო, თათბირის შედეგად, ამაზე თანხმობას განაცხადებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/40.md
Next article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/42.md
