---
title: "მუხლი 43. გასაჩივრება სასამართლოში — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/43"
law: "სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
article: "43"
identifier: "matsne 12922"
adopted: "2003-08-14"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 43. გასაჩივრება სასამართლოში — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 43 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/43

1. საერთაშორისო სასამართლოს თხოვნასთან დაკავშირებით უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება თხოვნის განხილვის პროცედურის დასრულების შემდეგ სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში შეიძლება გაასაჩივროს იმ პირმა, რომელსაც პირადად და უშუალოდ შეეხო გატარებული ღონისძიება ან აქვს გადაწყვეტილების შეცვლის ან გაუქმების კანონიერი საფუძველი.

2. თუ გასაჩივრებისთვის უფლებამოსილი პირი ასაჩივრებს იმ საკითხს, რომელსაც სტატუტის შესაბამისად შეფასება შეიძლება მისცეს მხოლოდ საერთაშორისო სასამართლომ, ასეთ შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანო საჩივარს უგზავნის საერთაშორისო სასამართლოს, თუ მას ჯერ კიდევ არა აქვს გამოტანილი გადაწყვეტილება.

3. საჩივარი თხოვნის განხილვის პროცედურის დასრულების შესახებ შეიძლება შეტანილ იქნეს თხოვნის განხილვის პროცედურის დასრულებიდან 10 დღის ვადაში.

4. სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა საჩივრის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარდგენიდან 15 დღის ვადაში. საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1737 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.224

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/42.md
Next article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/44.md
