---
title: "მუხლი 49. ამ კანონის ამოქმედებისთვის გასატარებელი ღონისძიებები — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/49"
law: "სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
article: "49"
identifier: "matsne 12922"
adopted: "2003-08-14"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 49. ამ კანონის ამოქმედებისთვის გასატარებელი ღონისძიებები — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 49 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/49

1. ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობისთვის აუცილებელი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გაითვალისწინოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისა და საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობისთვის აუცილებელი ხარჯები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/48.md
Next article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/50.md
