---
title: "მუხლი 5. თათბირი საერთაშორისო სასამართლოსთან — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/5"
law: "სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 12922"
adopted: "2003-08-14"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. თათბირი საერთაშორისო სასამართლოსთან — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/5

უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია საერთაშორისო სასამართლოს თხოვნასთან დაკავშირებით, საერთაშორისო სასამართლოსთან გამართოს თათბირი, სტატუტით დადგენილი წესით. თათბირის გამართვა საერთაშორისო სასამართლოსთან აუცილებელია, თუ თხოვნის შესრულება: ა) ეწინააღმდეგება სტატუტის 93-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ სახელმწიფოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს; ბ) შეეხება სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს; გ) საფრთხეს უქმნის სხვა საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ან სისხლისსამართლებრივ დევნას; დ) შეეხება შიდასახელმწიფოებრივი ან დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირს. საქართველოს 2015 წლის 4 მარტის კანონი №3132 – ვებგვერდი, 23.03.2015წ. თავი III. საერთაშორისო სასამართლოს განსჯადობა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/6.md
