---
title: "მუხლი 6. იურისდიქციის განსაზღვრა და დავა განსჯადობაზე — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/6"
law: "სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 12922"
adopted: "2003-08-14"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. იურისდიქციის განსაზღვრა და დავა განსჯადობაზე — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/6

1. საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ იმ დანაშაულთა მიმართ, რომლებიც სტატუტის შესაბამისად საერთაშორისო სასამართლოს განსჯადობას განეკუთვნება. თუ საერთაშორისო სასამართლო მიიჩნევს, რომ დანაშაულებრივი ქმედება მისი განსჯადია, უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელ ორგანოებთან შეთანხმებით, მიიღოს საერთაშორისო სასამართლოს თხოვნა ან სტატუტის მე-19 მუხლის შესაბამისად, გაასაჩივროს საერთაშორისო სასამართლოს განსჯადობა.

2. თუ უფლებამოსილი ორგანო საერთაშორისო სასამართლოს განსჯადობას არ ასაჩივრებს ან მიიჩნევს, რომ საერთაშორისო სასამართლოს განსჯადობას უპირატესობა აქვს, საქმის მთლიანი მასალები გადაეცემა საერთაშორისო სასამართლოს. საერთაშორისო სასამართლოსთვის მასალების გადაცემა იწვევს საქართველოს შესაბამისი ორგანოს მიერ მის წარმოებაში არსებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერებას.

3. საერთაშორისო სასამართლოს განსჯადობის გასაჩივრების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/7.md
