---
title: "მუხლი 7. მტკიცებულების ან/და ინფორმაციის გადაცემა საერთაშორისო სასამართლოსთვის — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/7"
law: "სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 12922"
adopted: "2003-08-14"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. მტკიცებულების ან/და ინფორმაციის გადაცემა საერთაშორისო სასამართლოსთვის — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/7

უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს საერთაშორისო სასამართლოს გადაუგზავნოს ის მტკიცებულება ან/და ინფორმაცია, რომელიც საქართველოს სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელმა ორგანომ მოიპოვა მის მიერ წარმოებული გამოძიებისას, თუ ამ მტკიცებულებით ან/და ინფორმაციით შეიძლება დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა, ან თუ ეს მტკიცებულება ან/და ინფორმაცია უკვე დაწყებულ გამოძიებას გააადვილებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/8.md
