---
title: "მუხლი 9. საერთაშორისო სასამართლოს თხოვნის ფორმა და მისი მიღების პირობები — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/9"
law: "სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 12922"
adopted: "2003-08-14"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. საერთაშორისო სასამართლოს თხოვნის ფორმა და მისი მიღების პირობები — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/9

1. უფლებამოსილ ორგანოს საერთაშორისო სასამართლოს ან უშუალოდ მისი ორგანოებისგან თხოვნა წარედგინება წერილობითი ფორმით.

2. თხოვნა და თანდართული მასალები შესრულებული უნდა იქნეს ქართულ ენაზე, ან მათ უნდა ერთვოდეს სათანადო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი.

3. ძებნის, დაკავების ან სხვა გადაუდებელი ღონისძიებების გატარების თაობაზე თხოვნის გადაცემა, რომელიც მოგვიანებით სათანადო წესით უნდა იქნეს დამოწმებული, შეიძლება განხორციელდეს საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის (ინტერპოლის) დახმარებით ან სტატუტით განსაზღვრული სხვა საშუალებებით.

4. თუ უფლებამოსილი ორგანო მიიჩნევს, რომ საერთაშორისო სასამართლოს თხოვნის ფორმა არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ან/და არ შეუძლია მიიღოს თხოვნა განსახილველად, სტატუტით დადგენილი წესის შესაბამისად, უფლებამოსილი ორგანო ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს საერთაშორისო სასამართლოს შესაბამისი საფუძვლის მითითებით და დაუყოვნებლივ გამართავს თათბირს საერთაშორისო სასამართლოსთან.

5. თუ უფლებამოსილი ორგანო მიიჩნევს, რომ საერთაშორისო სასამართლოს თხოვნა მიუღებელია ან უარს ამბობს თხოვნის შესრულებაზე, იგი საერთაშორისო სასამართლოს დაუყოვნებლივ აცნობებს თხოვნის მიუღებლად ცნობის ან მის შესრულებაზე უარის თქმის შესახებ, რაც უნდა იყოს დასაბუთებული. უფლებამოსილი ორგანო თხოვნის შესრულებაზე საბოლოო უარის თქმამდე თათბირს მართავს საერთაშორისო სასამართლოსთან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/12922-siskhlis-samartlis-saertashoriso-sasamartlostan-sakartvelos-tanamshrom/10.md
