---
title: "მუხლი 1. კანონის მიზანი — ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1338521-inpormatsiis-ertiani-sakhelmwipo-reestris-shesakheb/1"
law: "ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 1338521"
adopted: "2011-05-05"
consolidated_as_of: "2020-06-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის მიზანი — ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ

> Text consolidated as of 2020-06-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2020-06-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1338521-inpormatsiis-ertiani-sakhelmwipo-reestris-shesakheb/1

ამ კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს საჯარო სექტორში არსებული რეესტრების, მონაცემთა ბაზების, მომსახურებისა და ინფორმაციული სისტემების ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შექმნას, ასევე საჯარო სექტორში ინფორმაციის მიღებას, გადაცემასა და თავსებადობას ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვით, მოაწესრიგოს რეესტრების, მონაცემთა ბაზების, მომსახურებისა და ინფორმაციული სისტემების შექმნის, გამოყენებისა და შეცვლის ძირითადი პრინციპები, განახორციელოს რეესტრების, მონაცემთა ბაზების, მომსახურებისა და ინფორმაციული სისტემების წარმოების წესების სტანდარტიზაცია და განსაზღვროს სახელმწიფოს ინფორმაციული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები რეესტრების, მონაცემთა ბაზების, მომსახურებისა და ინფორმაციული სისტემების სფეროში.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/1338521-inpormatsiis-ertiani-sakhelmwipo-reestris-shesakheb/2.md
