---
title: "მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება — ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1338521-inpormatsiis-ertiani-sakhelmwipo-reestris-shesakheb/2"
law: "ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 1338521"
adopted: "2011-05-05"
consolidated_as_of: "2020-06-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება — ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ

> Text consolidated as of 2020-06-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2020-06-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1338521-inpormatsiis-ertiani-sakhelmwipo-reestris-shesakheb/2

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მონაცემი – ფაქტებისა და იდეების წარმოდგენა ფორმალიზებული სახით, რომელიც მათ გამოსადეგს ხდის საინფორმაციო პროცესში გადაცემისა და დამუშავებისათვის;
ბ) მონაცემის მფლობელი – პირი ან ორგანიზაცია, რომელიც გასცემს კონკრეტული მონაცემის ხელმისაწვდომობის უფლებამოსილებას და ვალდებულია შეინარჩუნოს მონაცემის სისწორე, ერთიანობა და დროულობა;
გ) მონაცემის დამუშავება – მონაცემის შეგროვება, ჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, ნახვა, ამოღება, გამოყენება, გადაცემა, კომბინირება, დახურვა, წაშლა ან განადგურება, ან ამ ქმედებების ნებისმიერი ერთობლიობა, ქმედების განხორციელების
ან გამოყენებული საშუალების მიუხედავად;
დ) მონაცემთა ბაზა – სისტემური ან მეთოდური წესით დალაგებული ნაწარმოებების ან/და სხვა მონაცემებისა და მასალების კრებული, რომელიც ინდივიდუალურად ხელმისაწვდომია ელექტრონული ან სხვა საშუალებებით. ეს ტერმინი არ გულისხმობს კომპიუტერულ პროგრამას, რომელიც გამოიყენება ელექტრონული საშუალებებით ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზის შექმნისა და გამოყენების დროს;
ე) მონაცემთა ბაზის წარმოება – მონაცემების დამუშავება, მონაცემების დამუშავების ჩანაწერების შენახვა,
მონაცემთა დაცვა და ამ ქმედებების ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება;
ვ) რეესტრის სუბიექტი – ადმინისტრაციული ორგანო, სამედიცინო ან ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მონაცემების შექმნას, შეცვლას, წაშლას ან განადგურებას;
ზ) ინფორმაციული სისტემა – საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ამ ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელებული ქმედებების ნებისმიერი კომბინაცია, რომელიც ხელს უწყობს მართვას ან/და გადაწყვეტილების მიღებას;
თ) რეესტრი – საგნების, სახელების, ქმედებების ან სხვა ინფორმაციის ფორმალური ან/და ოფიციალური ჩანაწერი;
ი) მომსახურება – რეესტრის სუბიექტის მიერ შემოთავაზებული მომსახურება (სერვისი), რომლის დაწესებულებისათვის ან/და მომხმარებლისათვის გამოყენება მოითხოვს მონაცემების დამუშავებას
;
კ) კატალოგი – მონაცემების სისტემატიზებული სია ან ჩანაწერი, რომელიც შეიცავს მათ აღწერილობას;
ლ) ბიზნესპროცესი − ერთმანეთთან დაკავშირებული საქმიანობების ან ამოცანების სტრუქტურირებული ერთობლიობა, რომლის შედეგად იქმნება გარკვეული პროდუქტი ან მომსახურება მომხმარებლისათვის ან მომხმარებელთა ჯგუფისათვის;
მ)
ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპი – თანაბარი რესურსების პირობებში ტექნოლოგიის კონკრეტული სახისათვის დაუსაბუთებელი უპირატესობის თავიდან აცილება;
ნ) არქივირება – ისტორიული მნიშვნელობის მქონე ან/და არააქტიური ჩანაწერების, დოკუმენტების ან სხვა მონაცემების არქივში შენახვა.
თავი II. ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1338521-inpormatsiis-ertiani-sakhelmwipo-reestris-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1338521-inpormatsiis-ertiani-sakhelmwipo-reestris-shesakheb/3.md
