---
title: "მუხლი 4. მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურებისა და ინფორმაციული სისტემის შექმნის შეტყობინების ვალდებულება — ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1338521-inpormatsiis-ertiani-sakhelmwipo-reestris-shesakheb/4"
law: "ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 1338521"
adopted: "2011-05-05"
consolidated_as_of: "2020-06-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურებისა და ინფორმაციული სისტემის შექმნის შეტყობინების ვალდებულება — ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ

> Text consolidated as of 2020-06-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2020-06-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1338521-inpormatsiis-ertiani-sakhelmwipo-reestris-shesakheb/4

1. რეესტრის სუბიექტი ვალდებულია მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის შექმნიდან არაუგვიანეს 30 დღისა ამის შესახებ წერილობით შეატყობინოს ციფრული მმართველობის სააგენტოს.

2. მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის შექმნის და ამის შესახებ ამ კანონის თანახმად შეტყობინების ვალდებულების წარმოშობის მომენტად ითვლება მომხმარებლის მიერ მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის დანიშნულებისამებრ საწყისი გამოყენება.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეტყობინების ვალდებულება თანაბრად ვრცელდება
მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის
წარმოებაში ნებისმიერ მნიშვნელოვან ცვლილებაზე
,
რომელიც ცვლის მის შინაარსს, აფართოებს ან ავიწროებს მის ფარგლებს, გავლენას ახდენს მასთან ურთიერთობაზე ან თანმდევ ბიზნესპროცესებზე, ამასთანავე, ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე მონაცემზე.
საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6300 – ვებგვერდი, 26.06.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1338521-inpormatsiis-ertiani-sakhelmwipo-reestris-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1338521-inpormatsiis-ertiani-sakhelmwipo-reestris-shesakheb/5.md
