---
title: "მუხლი 6. მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის განვრცობა ან კომბინირება — ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1338521-inpormatsiis-ertiani-sakhelmwipo-reestris-shesakheb/6"
law: "ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 1338521"
adopted: "2011-05-05"
consolidated_as_of: "2020-06-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის განვრცობა ან კომბინირება — ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ

> Text consolidated as of 2020-06-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2020-06-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1338521-inpormatsiis-ertiani-sakhelmwipo-reestris-shesakheb/6

1. რეესტრის სუბიექტის მონაცემთა ბაზა, რეესტრი, მომსახურება ან ინფორმაციული სისტემა შეიძლება განივრცოს ან კომბინირებულ იქნეს სხვა მონაცემთა ბაზასთან, რეესტრთან, მომსახურებასთან ან ინფორმაციულ სისტემასთან, თუ:
ა) განვრცობა ან კომბინირება აუცილებელია რეესტრის სუბიექტის მიერ თავისი ფუნქციების უფრო ეფექტიანად შესრულებისათვის;
ბ) რეესტრის სუბიექტს ნორმატიული აქტით ეკისრება ახალი ფუნქციის შესრულება, რომლის სათანადოდ შესრულებისათვის აუცილებელია განვრცობა ან კომბინირება.

2. მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის განვრცობის ან კომბინირების შესახებ შეტყობინება ეგზავნება ციფრული მმართველობის სააგენტოს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების ფორმას და მასთან დაკავშირებულ სხვა პროცედურებს ადგენს ციფრული მმართველობის სააგენტო.
საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6300 – ვებგვერდი, 26.06.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1338521-inpormatsiis-ertiani-sakhelmwipo-reestris-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1338521-inpormatsiis-ertiani-sakhelmwipo-reestris-shesakheb/7.md
