---
title: "მუხლი 7. მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის გაუქმება, განადგურება, არქივირება და გადაცემა — ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1338521-inpormatsiis-ertiani-sakhelmwipo-reestris-shesakheb/7"
law: "ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 1338521"
adopted: "2011-05-05"
consolidated_as_of: "2020-06-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის გაუქმება, განადგურება, არქივირება და გადაცემა — ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ

> Text consolidated as of 2020-06-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2020-06-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1338521-inpormatsiis-ertiani-sakhelmwipo-reestris-shesakheb/7

1. რეესტრის სუბიექტი ვალდებულია მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის გაუქმებამდე, განადგურებამდე, არქივირებამდე ან გადაცემამდე 30 დღით ადრე შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინოს ციფრული მმართველობის სააგენტოს, რომელიც გასცემს რეკომენდაციას მისი გაუქმების, განადგურების, არქივირების ან გადაცემის მიზანშეწონილობის თაობაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების ფორმას და მასთან დაკავშირებულ სხვა პროცედურებს ადგენს ციფრული მმართველობის სააგენტო.
საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6300 – ვებგვერდი, 26.06.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1338521-inpormatsiis-ertiani-sakhelmwipo-reestris-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1338521-inpormatsiis-ertiani-sakhelmwipo-reestris-shesakheb/8.md
