---
title: "მუხლი 8. პერსონალური მონაცემების დაცვა — ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1338521-inpormatsiis-ertiani-sakhelmwipo-reestris-shesakheb/8"
law: "ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 1338521"
adopted: "2011-05-05"
consolidated_as_of: "2020-06-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. პერსონალური მონაცემების დაცვა — ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ

> Text consolidated as of 2020-06-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2020-06-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1338521-inpormatsiis-ertiani-sakhelmwipo-reestris-shesakheb/8

1. ციფრული მმართველობის სააგენტო/ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრი არ ახორციელებს მისთვის მიწოდებული ინფორმაციის შინაარსის რაიმე ფორმით გარჩევას, დამუშავებას ან შეცვლას. იგი ინარჩუნებს ინფორმაციულ ნეიტრალიტეტს.

2. ციფრული მმართველობის სააგენტო/ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრი არ არის პასუხისმგებელი პერსონალური მონაცემების დაცვის ვალდებულების შესრულებისთვის იმ ფუნქციების ფარგლებში, რომლებიც გულისხმობს რეესტრის სუბიექტის მონაცემთა ბაზებში, რეესტრებში ან ინფორმაციულ სისტემებში არსებული პერსონალური მონაცემების ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისთვის ხელმისაწვდომობას.
საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6300 – ვებგვერდი, 26.06.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1338521-inpormatsiis-ertiani-sakhelmwipo-reestris-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1338521-inpormatsiis-ertiani-sakhelmwipo-reestris-shesakheb/9.md
