---
title: "მუხლი 2. ზოგადი დებულებები — საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/13396-sagadasakhado-davalianebebisa-da-sakhelmwipo-seskhebis-restrukturizats/2"
law: "საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 13396"
adopted: "2004-02-13"
consolidated_as_of: "2024-03-06"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. ზოგადი დებულებები — საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ

> Text consolidated as of 2024-03-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2024-03-06), legal.ge, https://legal.ge/ka/law/13396-sagadasakhado-davalianebebisa-da-sakhelmwipo-seskhebis-restrukturizats/2

1. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაცია (მათ შორის, განსაკუთრებულ შემთხვევაში), აგრეთვე სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარება და ჩამოწერა, პატიება, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისთვის გარკვეული დისკონტით დათმობა ხორციელდება საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ამ კანონით დადგენილი წესით.

2. ამ კანონით დადგენილი წესი (მათ შორის, განსაკუთრებულ შემთხვევაში) ვრცელდება ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის განხორციელების დროისთვის არსებულ ვადაგადაცილებულ დავალიანებაზე.

3. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების ამ კანონით დადგენილი წესით რესტრუქტურიზაციის უფლება საწარმოს ეძლევა მხოლოდ გადახდისუუნარობის შემთხვევაში და ერთ შესასრულებელ ვალდებულებაზე მხოლოდ ერთხელ, გარდა განსაკუთრებული შემთხვევისა.

4. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადა განისაზღვრება ამ კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1709 - სსმ I, №35, 04.07.2005 წ., მუხ.217
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №971 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.343
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4062- სსმ I, №75, 27.12.2010 წ.,მუხ.482
საქართველოს 2014 წლის 31 ოქტომბრის კანონი №2755 - ვებგვერდი, 11.11.2014წ.
საქართველოს 2024 წლის 6 მარტის კანონი №4055 – ვებგვერდი, 14.03.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/13396-sagadasakhado-davalianebebisa-da-sakhelmwipo-seskhebis-restrukturizats/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/13396-sagadasakhado-davalianebebisa-da-sakhelmwipo-seskhebis-restrukturizats/3.md
