---
title: "მუხლი 6. საწარმოს რესტრუქტურიზაციის გეგმა — საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/13396-sagadasakhado-davalianebebisa-da-sakhelmwipo-seskhebis-restrukturizats/6"
law: "საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 13396"
adopted: "2004-02-13"
consolidated_as_of: "2024-03-06"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. საწარმოს რესტრუქტურიზაციის გეგმა — საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ

> Text consolidated as of 2024-03-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2024-03-06), legal.ge, https://legal.ge/ka/law/13396-sagadasakhado-davalianebebisa-da-sakhelmwipo-seskhebis-restrukturizats/6

საწარმოს რესტრუქტურიზაციის გეგმა უნდა შეიცავდეს:
ა) ამ საწარმოს საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობისა და სამეურნეო საქმიანობის ანალიზს;
ბ) ორგანიზაციულ, ტექნიკურ, ტექნოლოგიურ და სხვა ღონისძიებებს, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს ამ საწარმოს საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და რესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვა;
გ) ამ საწარმოს წარმოების ზრდის, პროდუქციის რეალიზაციის, საწარმოო დანახარჯების, მოგებისა და სხვა სახის ძირითად მაჩვენებლებს;
დ) ფულადი შემოსავლებისა და ფულადი რესურსების გამოყენების გაანგარიშებებს.
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №971 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.343
საქართველოს 2024 წლის 6 მარტის კანონი №4055 – ვებგვერდი, 14.03.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/13396-sagadasakhado-davalianebebisa-da-sakhelmwipo-seskhebis-restrukturizats/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/13396-sagadasakhado-davalianebebisa-da-sakhelmwipo-seskhebis-restrukturizats/7.md
