---
title: "მუხლი 8. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადის დამთავრება ან რესტრუქტურიზაციის ვადამდე შეწყვეტა — საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/13396-sagadasakhado-davalianebebisa-da-sakhelmwipo-seskhebis-restrukturizats/8"
law: "საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 13396"
adopted: "2004-02-13"
consolidated_as_of: "2024-03-06"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადის დამთავრება ან რესტრუქტურიზაციის ვადამდე შეწყვეტა — საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ

> Text consolidated as of 2024-03-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2024-03-06), legal.ge, https://legal.ge/ka/law/13396-sagadasakhado-davalianebebisa-da-sakhelmwipo-seskhebis-restrukturizats/8

1. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადა მთავრდება და შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები წყდება:
ა) საწარმოს მიერ ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის განკარგულებით;
ბ) ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პირობებით გათვალისწინებული ვადების ამოწურვის შემთხვევაში;
გ) საწარმოს წერილობითი მოთხოვნით, კომისიის დასკვნის საფუძველზე, თუ საწარმომ წინასწარ (ვადამდე) სრულად დაფარა რესტრუქტურიზებული დავალიანება ამ პერიოდისთვის დარიცხულ შესაბამის სარგებელთან ერთად;
დ) საწარმოს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის განკარგულებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადამდე შეწყვეტისას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სესხით მოსარგებლე საწარმოს მიმართ იყენებს ამ კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, ხოლო ასეთი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების არარსებობის შემთხვევაში აღძრავს სამოქალაქო სარჩელს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №971 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.343
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4062- სსმ I, №75, 27.12.2010 წ.,მუხ.482
საქართველოს 2014 წლის 31 ოქტომბრის კანონი №2755 - ვებგვერდი, 11.11.2014წ.
საქართველოს 2024 წლის 6 მარტის კანონი №4055 – ვებგვერდი, 14.03.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/13396-sagadasakhado-davalianebebisa-da-sakhelmwipo-seskhebis-restrukturizats/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/13396-sagadasakhado-davalianebebisa-da-sakhelmwipo-seskhebis-restrukturizats/8-1.md
