---
title: "მუხლი 9. გარდამავალი დებულებანი — საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/13396-sagadasakhado-davalianebebisa-da-sakhelmwipo-seskhebis-restrukturizats/9"
law: "საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 13396"
adopted: "2004-02-13"
consolidated_as_of: "2024-03-06"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. გარდამავალი დებულებანი — საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ

> Text consolidated as of 2024-03-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2024-03-06), legal.ge, https://legal.ge/ka/law/13396-sagadasakhado-davalianebebisa-da-sakhelmwipo-seskhebis-restrukturizats/9

1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონი.

2. ამ კანონით დადგენილი წესით იმპორტის გადასახადების რესტრუქტურიზაცია ხორციელდება მხოლოდ 2005 წლის 1 იანვრამდე ამ გადასახადებში არსებულ დავალიანებებზე.

3. „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ კანონის მიზნებისათვის 2008 წლის განმავლობაში, მხოლოდ სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსებიდან გაცემულ კრედიტებზე (სესხებზე), ჯამში არა უმეტეს 100 000 000 ლარისა, რომელთა დაფარვის ვალდებულება წარმოიშობა 2008 წლის 1 იანვრიდან შემდგომ პერიოდებში.
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1709 - სსმ I, №35, 04.07.2005 წ., მუხ.217
საქართველოს 2008 წლის 12 მარტის კანონი №5860 - სსმ I, №6, 25.03.2008 წ., მუხ.22
საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3599 - სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.351

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/13396-sagadasakhado-davalianebebisa-da-sakhelmwipo-seskhebis-restrukturizats/8-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/13396-sagadasakhado-davalianebebisa-da-sakhelmwipo-seskhebis-restrukturizats/10.md
