---
title: "მუხლი 11. სპეციალური საშუალებების გამოყენება — ფინანსური პოლიციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/13438-pinansuri-politsiis-shesakheb/11"
law: "ფინანსური პოლიციის შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 13438"
adopted: "2004-02-24"
consolidated_as_of: "2006-11-24"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2007-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 11. სპეციალური საშუალებების გამოყენება — ფინანსური პოლიციის შესახებ

> Text consolidated as of 2006-11-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2007-01-01.
> Cite as: ფინანსური პოლიციის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2006-11-24), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/13438-pinansuri-politsiis-shesakheb/11

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციის თანამშრომელს, კომპეტენციის ფარგლებში, უფლება აქვს გამოიყენოს სპეციალური საშუალებები: ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება, რეზინის ხელკეტი, ტრანსპორტის იძულებით გაჩერება, სპეციალური საღებავი, სასამსახურო ძაღლი, ელექტროშოკური მოწყობილობა ამ მუხლით გათვალისწინებულ შემდეგ შემთხვევებში: ა) ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება – დანაშაულის ან/და საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი იმ პირის მიმართ, რომელიც უძალიანდება ან შეიძლება გაუძალიანდეს პოლიციის თანამშრომელს, ან ცდილობს გაქცევას, ან იმ პირის მიმართ, რომლის მიმართაც გამოიყენება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულებითი ღონისძიებები; ბ) რეზინის ხელკეტი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელზე თავდასხმის მოსაგერიებლად; დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას, თუ იგი განზრახ არ ემორჩილება პოლიციის თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას; გ) ტრანსპორტის იძულებით გაჩერების საშუალება – იმ სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, რომლის მძღოლმაც არ შეასრულა პოლიციის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნა – შეეწყვიტა სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა (გადაადგილება); დ) სპეციალური საღებავი – მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირის გამოსავლენად; ე) სასამსახურო ძაღლი – ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განსახორციელებლად; ვ) ელექტროშოკური მოწყობილობა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელზე თავდასხმის მოსაგერიებლად, ამ დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად, თუ არ არსებობს საფრთხის აცილების სხვა უფრო მსუბუქი საშუალება.

2. პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს ფიზიკური იძულების შედეგად ან სპეციალური საშუალებების გამოყენებით დაზარალებულ პირს და საჭიროების შემთხვევაში დახმარებისათვის მიმართოს ექიმს, ფიზიკური იძულების ან სპეციალური საშუალების გამოყენების შედეგად დაჭრის ან დაზიანების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსს და პროკურორს.

3. აკრძალულია ფიზიკური იძულების ან სპეციალური საშუალებების გამოყენება ორსულობის, მცირეწლოვნობის, ინვალიდობის, ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი შეიარაღებულ ან ჯგუფურ თავდასხმას ახდენენ, შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ პოლიციის თანამშრომელს, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა და პოლიციის თანამშრომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუ სხვაგვარი ხერხებითა და საშუალებებით ასეთი თავდასხმის მოგერიება შეუძლებელია.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/13438-pinansuri-politsiis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/13438-pinansuri-politsiis-shesakheb/12.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
