---
title: "მუხლი 12. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება — ფინანსური პოლიციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/13438-pinansuri-politsiis-shesakheb/12"
law: "ფინანსური პოლიციის შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 13438"
adopted: "2004-02-24"
consolidated_as_of: "2006-11-24"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2007-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 12. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება — ფინანსური პოლიციის შესახებ

> Text consolidated as of 2006-11-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2007-01-01.
> Cite as: ფინანსური პოლიციის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2006-11-24), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/13438-pinansuri-politsiis-shesakheb/12

1. პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო და შესაბამისი კანონით ნებადართული სხვა სახის იარაღი.

2. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებად ითვლება გასროლა ან მისი სხვაგვარად გამოყენება.

3. პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს აუცილებელი მოგერიების ან უკიდურესი ღონისძიების სახით ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენოს: ა) მოქალაქისა ან/და თავის დასაცავად ისეთი საფრთხისაგან, რომელიც რეალურ საშიშროებას უქმნის მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; ბ) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად; გ) განგაშის სიგნალის მისაცემად ან დამხმარე ძალის გამოსაძახებლად; დ) იძულებით გაჩერების მიზნით სატრანსპორტო საშუალების დასაზიანებლად, თუ მძღოლი არ ემორჩილება პოლიციის თანამშრომლის არაერთგზის მოთხოვნას სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ; ე) კანონმდებლობით ნებადართულ სხვა შემთხვევებში.

4. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს სიტყვიერი გაფრთხილება მისი გამოყენების შესახებ. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამაფრთხილებელი გასროლა.

5. გაფრთხილების გარეშე ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენება: ა) შეიარაღებული, საბრძოლო ტექნიკის, ნებისმიერი სახის სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებით მოულოდნელი თავდასხმისას; ბ) ტრანსპორტის გამოყენებით (ან სატრანსპორტო საშუალებიდან) დაკავებულის გაქცევის შემთხვევაში; გ) დამნაშავის დაკავების დროს შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისას; დ) დაკავებულის შეზღუდული ხილვადობისას და ტყიან ადგილებში გაქცევისას; ე) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

6. აკრძალულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ისეთ ადგილებში, სადაც შესაძლოა სხვა პირთა დაშავება, აგრეთვე ცეცხლსაშიშ, ფეთქებადსაშიშ ადგილებში; ასევე წინასწარი შეცნობით ორსულთა, მცირეწლოვანთა, ინვალიდთა მიმართ, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ისინი შეიარაღებულნი ან ჯგუფურად ესხმიან თავს, შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ პოლიციის თანამშრომელს, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქის ან პოლიციის თანამშრომლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუ სხვაგვარი ხერხითა და საშუალებით ასეთი თავდასხმის მოგერიება შეუძლებელია.

7. პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ თავის უშუალო უფროსს და ზედამხედველ პროკურორს.

8. პოლიციის შეიარაღებაში არსებულ სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ნუსხას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

9. აკრძალულია ისეთი სახის ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის გამოყენება, რომელიც ადამიანის მძიმე დასახიჩრებას იწვევს, დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან და იკრძალება საერთაშორისო კონვენციებითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით.

10. სამხედრო-საბრძოლო იარაღის გამოყენება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი IV პოლიციის ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობა

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/13438-pinansuri-politsiis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/13438-pinansuri-politsiis-shesakheb/13.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
