---
title: "მუხლი 17. პოლიციის თანამშრომელი — ფინანსური პოლიციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/13438-pinansuri-politsiis-shesakheb/17"
law: "ფინანსური პოლიციის შესახებ"
article: "17"
identifier: "matsne 13438"
adopted: "2004-02-24"
consolidated_as_of: "2006-11-24"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2007-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 17. პოლიციის თანამშრომელი — ფინანსური პოლიციის შესახებ

> Text consolidated as of 2006-11-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2007-01-01.
> Cite as: ფინანსური პოლიციის შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2006-11-24), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/13438-pinansuri-politsiis-shesakheb/17

1. პოლიციის თანამშრომელი არის საქართველოს სახელმწიფო მოსამსახურე.

2. პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია დადგენილი წესით გაიაროს ატესტაცია, რომლის პერიოდულობასა და ჩატარების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

3. თანამდებობის და წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით, დადგენილი წესის შესაბამისად, პოლიციის თანამშრომელს ენიჭება სპეციალური წოდება. მას ასევე ენიჭება სპეციალური ფორმის ტანსაცმლისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება.

4. პოლიციის თანამშრომლის სამსახურებრივი ფორმის სახესა და ატრიბუტიკას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

5. პოლიციის თანამშრომელს თავისი ვინაობისა და უფლებამოსილების დამადასტურებლად ეძლევა პირადობის მოწმობა და სპეციალური ჟეტონი.

6. პოლიციაში ანაზღაურების გარეშე, პროფესიული ცოდნის ამაღლების მიზნით (არა უმეტეს სამი თვისა) სტაჟირება შეიძლება გაიაროს საქართველოს მოქალაქემ, რომელიც არ იქნება აღჭურვილი კანონმდებლობით დადგენილი პოლიციის უფლებამოსილებით, ასევე მასზე არ გაიცემა სტაჟირებასთან დაკავშირებული პირადობის მოწმობები. სტაჟიორის უფლებამოსილებებს, შერჩევასა და სამსახურის გავლის პირობებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

7. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებისას, შესაძლებელია პოლიციის თანამშრომლის მონაცემების დაშიფვრა, კერძოდ, პოლიციის თანამშრომელი, შეიძლება ირიცხებოდეს პოლიციის კადრებში და ფორმალურად მსახურობდეს (დაშიფრული მონაცემებით) სხვა დაწესებულებასა თუ ორგანიზაციაში (დაშიფვრისას არ გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიებისა და რელიგიური ორგანიზაციების დასახელება). აღნიშნული კატეგორიის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი №2235-სსმI,№54,20.12.2005წ.,მუხ.355

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/13438-pinansuri-politsiis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/13438-pinansuri-politsiis-shesakheb/18.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
