---
title: "მუხლი 18¹. პოლიციაში იმ თანამდებობაზე დანიშვნის წესი, რომლის ფუნქციებშიც შედის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ან სისხლის სამართლის გამოძიება — ფინანსური პოლიციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/13438-pinansuri-politsiis-shesakheb/18-1"
law: "ფინანსური პოლიციის შესახებ"
article: "18^1"
identifier: "matsne 13438"
adopted: "2004-02-24"
consolidated_as_of: "2006-11-24"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2007-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 18¹. პოლიციაში იმ თანამდებობაზე დანიშვნის წესი, რომლის ფუნქციებშიც შედის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ან სისხლის სამართლის გამოძიება — ფინანსური პოლიციის შესახებ

> Text consolidated as of 2006-11-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2007-01-01.
> Cite as: ფინანსური პოლიციის შესახებ, მუხლი 18¹ (consolidated as of 2006-11-24), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/13438-pinansuri-politsiis-shesakheb/18-1

1. პოლიციაში იმ თანამდებობაზე დანიშვნა, რომლის ფუნქციებშიც შედის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ან სისხლის სამართლის გამოძიება, ხდება შემდეგი თანმიმდევრობით: ა) პოლიციის მოსამზადებელ კურსებზე კანდიდატურების შერჩევა; ბ) კანდიდატურის მიერ მოსამზადებელ კურსებზე მისაღები გამოცდების ჩაბარება; გ) პოლიციის მოსამზადებელი კურსების გავლა და სწავლების შედეგების შეფასება, რომელიც გულისხმობს კანდიდატურისთვის სპეციალური სწავლების კურსის გავლას (იგულისხმება პრაქტიკული მეცადინეობის კურსის გავლა პოლიციის დანაყოფებში, ასევე კანდიდატურის ოპერატიული შესწავლა), სწავლების შედეგების შეფასებასა და რეკომენდაციის მიცემას პოლიციაში შესაფერის თანამდებობაზე დანიშვნაზე. კანდიდატურის ოპერატიული შესწავლის მასალები წარმოადგენს საიდუმლო ინფორმაციას და მისი საჯაროდ გამოცხადება დაუშვებელია, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა; დ) თანამდებობაზე დანიშვნა, ან რეზერვში აყვანა, რომელიც გულისხმობს მოსამზადებელი კურსების წარმატებით გავლის შემდგომ კანდიდატურისათვის შესაფერისი თანამდებობის შერჩევასა და დანიშვნას.

2. პოლიციაში იმ თანამდებობაზე დანიშვნა, რომლის ფუნქციებშიც შედის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ან სისხლის სამართლის გამოძიება, ხდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.

3. ის პირი, რომელსაც აქვს ოპერატიულ-სამძებრო ან საგამოძიებო ორგანოში მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მსახურობს ოპერატიულ-სამძებრო ან საგამოძიებო ორგანოში (შესაბამის თანამდებობაზე და აკმაყოფილებს მისი პოლიციაში მიღების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს) და მისი სამსახურის გაგრძელება პოლიციის ორგანოებში გამოწვეულია სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, შეიძლება დანიშნულ იქნეს (ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ) პოლიციის იმ თანამდებობაზე, რომლის ფუნქციებშიც შედის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ან სისხლის სამართლის გამოძიება, არა უმეტეს 6 თვით დროებით მოვალეობის შემსრულებლად. ამ პერიოდის განმავლობაში პირი ვალდებულია ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდები, რომელთა წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში დროებით მოვალეობის შემსრულებელი დაინიშნება შტატით გათვალისწინებულ შესაბამის თანამდებობაზე, ხოლო საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაუბარებლობის ან გაუვლელობის შემთხვევაში, გათავისუფლდება დროებითი მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან დანიშვნის ბრძანებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვისთანავე.

4. იმ თანამდებობების ჩამონათვალს, რომლის ფუნქციებშიც შედის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ან სისხლის სამართლის გამოძიება განსაზღვრავს ფინანსთა მინისტრი, ასევე საქართველოს ფინანსთა მინისტრი განსაზღვრავს იმ სასწავლო დაწესებულებას, სადაც უნდა განხორციელდეს პოლიციაში მისაღები კანდიდატების მოსამზადებელი ან პოლიციის თანამშრომელთა საკვალიფიკაციო სწავლებები. საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი №2235-სსმI,№54,20.12.2005წ.,მუხ.355

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/13438-pinansuri-politsiis-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/13438-pinansuri-politsiis-shesakheb/18-2.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
