---
title: "მუხლი 18. პოლიციაში მიღების ზოგადი მოთხოვნები — ფინანსური პოლიციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/13438-pinansuri-politsiis-shesakheb/18"
law: "ფინანსური პოლიციის შესახებ"
article: "18"
identifier: "matsne 13438"
adopted: "2004-02-24"
consolidated_as_of: "2006-11-24"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2007-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 18. პოლიციაში მიღების ზოგადი მოთხოვნები — ფინანსური პოლიციის შესახებ

> Text consolidated as of 2006-11-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2007-01-01.
> Cite as: ფინანსური პოლიციის შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2006-11-24), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/13438-pinansuri-politsiis-shesakheb/18

1. პოლიციაში მიღება ნებაყოფლობითია და ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. პოლიციაში შეიძლება მიღებულ იქნეს არანაკლებ 21 წლის და არა უმეტეს 35 წლის საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა, პიროვნული თვისებებით, ფიზიკური მომზადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები, ასევე აკმაყოფილებს ამ კანონითა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილ სპეციალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ასაკობრივი შეზღუდვები არ ვრცელდება პირზე, რომელსაც აქვს ოპერატიულ-სამძებრო ან საგამოძიებო სამსახურში ან სპეციალობით (რომელიც შეესაბამება დასაკავებელ თანამდებობას) მუშაობის 10 წლის გამოცდილება.

4. პოლიციაში მიღებისას გამოიყენება გამოსაცდელი ვადა არა უმეტეს 6 თვისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პირი თანამდებობაზე ინიშნება დროებით მოვალეობის შემსრულებლად ან სამსახურებრივი დაწინაურებით.

5. პოლიციაში მიღებისას, აგრეთვე ყოველწლიურად, პოლიციის თანამშრომელი საქართველოს საგადასახადო ორგანოებს წარუდგენს თავისი და ოჯახის წევრების შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის ამსახველ ცნობას (დეკლარაციას) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

6. პოლიციაში მიღების მსურველმა პირმა პოლიციის უფროსს უნდა წარუდგინოს: ა) წერილობითი განცხადება სამსახურში მიღებაზე, შესაბამისი თანამდებობის მითითებით; ბ) ავტობიოგრაფია; გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; ე) 6 ფოტოსურათი; ვ) გაცემული შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში); ზ) სამხედრო ბილეთი; თ) ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის ცნობა საგადასახადო სამსახურიდან; ი) სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; კ) სამედიცინო ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა; ლ) ცნობა ნასამართლობის შესახებ; მ) მონაცემები მშობლების, მეუღლის, შვილის, ძმისა და დის დაბადების წლის, ადგილის, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის დასახელების მითითებით; ნ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.

7. მოთხოვნები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პოლიციის შესაბამისი თანამდებობის მიხედვით დგინდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ.

8. პოლიციაში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი №2235-სსმI,№54,20.12.2005წ.,მუხ.355

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/13438-pinansuri-politsiis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/13438-pinansuri-politsiis-shesakheb/18-1.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
