---
title: "მუხლი 19¹. შეზღუდვები სამსახურის გავლასთან დაკავშირებით — ფინანსური პოლიციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/13438-pinansuri-politsiis-shesakheb/19-1"
law: "ფინანსური პოლიციის შესახებ"
article: "19^1"
identifier: "matsne 13438"
adopted: "2004-02-24"
consolidated_as_of: "2006-11-24"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2007-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 19¹. შეზღუდვები სამსახურის გავლასთან დაკავშირებით — ფინანსური პოლიციის შესახებ

> Text consolidated as of 2006-11-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2007-01-01.
> Cite as: ფინანსური პოლიციის შესახებ, მუხლი 19¹ (consolidated as of 2006-11-24), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/13438-pinansuri-politsiis-shesakheb/19-1

1. პოლიციაში არ შეიძლება მიღებულ იქნეს და მსახურობდეს: ა) ნასამართლევი პირი; ბ) პირი, თუ მისი ჯანმრთელობა არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებს; გ) ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური ნივთიერებების მომხმარებელი; დ) პირი, რომელიც სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ, ან შეზღუდულ ქმედუნარიანად არის აღიარებული; ე) პირი, თუ იგი თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობლებს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას ან ძმას; ვ) პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.

2. პოლიციაში იმ თანამდებობაზე, რომლის ფუნქციებშიც შედის ოპერატიულ-სამძებრო ან საგამოძიებო საქმიანობა არ შეიძლება დანიშნულ იქნეს პირი, რომელიც ერთხელ მაინც არის დათხოვილი საჯარო სამსახურიდან უარყოფითი მოტივით.

3. პოლიციაში მიიღებიან ის პირები, რომლებსაც გავლილი აქვთ სავალდებულო სამხედრო სამსახური ან კანონის საფუძველზე გათავისუფლებულნი არიან მისგან, ხოლო პოლიციის იმ თანამდებობაზე, რომლის ფუნქციებშიც შედის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ან სისხლის სამართლის გამოძიება, დაინიშნებიან მხოლოდ ის პირები, რომლებსაც მოხდილი აქვთ საყოველთაო-სამხედრო ვალდებულება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, გვარდიის ნაწილებში (მათ შორის, ყოფილ სსრკ-ის ჯარებში) ან უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდში, სამხედრო კათედრაზე გაიარეს მომზადების სრული კურსი და მიენიჭათ შესაბამისი სამხედრო წოდება (აღნიშნული მოთხოვნები არ ვრცელდება ქალებზე).

4. პოლიციის თანამშრომელთა პროფესიული მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია გაიაროს კვალიფიკაციის ამაღლების (მომზადების, გადამზადების) შესაბამისი კურსები და მიიღოს დადებითი შეფასება (არსებობის შემთხვევაში).

5. ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის ან აღნიშნულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში პოლიციის თანამშრომელი დათხოვნილი იქნება სამსახურიდან ამ კანონის მე-20 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე. საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი №2235-სსმI,№54,20.12.2005წ.,მუხ.355

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/13438-pinansuri-politsiis-shesakheb/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/13438-pinansuri-politsiis-shesakheb/20.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
