---
title: "მუხლი 20. პოლიციის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის წესი — ფინანსური პოლიციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/13438-pinansuri-politsiis-shesakheb/20"
law: "ფინანსური პოლიციის შესახებ"
article: "20"
identifier: "matsne 13438"
adopted: "2004-02-24"
consolidated_as_of: "2006-11-24"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2007-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 20. პოლიციის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის წესი — ფინანსური პოლიციის შესახებ

> Text consolidated as of 2006-11-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2007-01-01.
> Cite as: ფინანსური პოლიციის შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2006-11-24), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/13438-pinansuri-politsiis-shesakheb/20

პოლიციის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველია: ა) განსაზღვრული ასაკის მიღწევა ან წელთა ნამსახურობა პოლიციაში სამსახურის გავლის წესის მიხედვით; ბ) სამედიცინო ცნობის საფუძველზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება , დასახიჩრება ან ქრონიკული დაავადება, რომლის გამოც აღარ შეუძლია სამსახურის გაგრძელება; გ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლა; დ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა; ე) დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობა, რაც გულისხმობს პირის სამსახურიდან გათავისუფლებას: ე.ა) ატესტაციის შედეგების საფუძველზე; ე.ბ) იმ დოკუმენტის არქონისას, რომელიც აუცილებელია მოცემული თანამდებობის დასაკავებლად; ე.გ) ჯანმრთელობის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის გამო; ე.დ) გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის გამო; ე.ე) არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო; ვ) სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევა; ზ) შტატების შემცირება; თ) სახელმწიფო ხელისუფლების, მმართველობის, პროკურატურის ორგანოებში, სასამართლოში არჩევა ან დანიშვნა; ი) პირადი განცხადება; კ) დანაშაულის ჩადენა – კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე; ლ) სამსახურებრივი შეუთავსებლობა, თუ იგი არ აღმოიფხვრა შეუთავსებლობის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში; მ) ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ტოქსიკური ნივთიერებების მოხმარება; ნ) სხვა დაწესებულებაში გადასვლა; ო) პოლიციის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია; პ) გარდაცვალება; ჟ) მოქალაქეობის შეცვლა; რ) პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადება; ს) პირის ქმედუუნაროდ გამოცხადება.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/13438-pinansuri-politsiis-shesakheb/19-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/13438-pinansuri-politsiis-shesakheb/21.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
