---
title: "მუხლი 23. პოლიციის თანამშრომლის სოციალური დაცვა — ფინანსური პოლიციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/13438-pinansuri-politsiis-shesakheb/23"
law: "ფინანსური პოლიციის შესახებ"
article: "23"
identifier: "matsne 13438"
adopted: "2004-02-24"
consolidated_as_of: "2006-11-24"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2007-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 23. პოლიციის თანამშრომლის სოციალური დაცვა — ფინანსური პოლიციის შესახებ

> Text consolidated as of 2006-11-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2007-01-01.
> Cite as: ფინანსური პოლიციის შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2006-11-24), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/13438-pinansuri-politsiis-shesakheb/23

1. სახელმწიფო უზრუნველყოფს პოლიციის თანამშრომლის სოციალურ დაცვას.

2. პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისათვის იღებს: ა) ხელფასს, რომელიც მოიცავს თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს; ბ) (ამოღებულია) ; გ) კვების ულუფის ფინანსურ კომპენსაციას; დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს.

3. პოლიციის თანამშრომლის წლიური შვებულე­ბის ხანგრძლივობაა 30 კალენდარული დღე.

4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს ან მის კმაყოფაზე მყოფ პირებს სახელმწიფო ბიუ­ჯე­ტის სახსრებიდან მიეცემათ ერთჯერადი დახ­მარება 15 000 ლარის ოდენობით.

5. პოლიციის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვა­ლეობის შესრულებისას დასახიჩრების ან დაინვალიდე­ბის შემთხვევაში, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, მიეცემა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 7 000 ლარისა.

6. პოლიციის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უფლება აქვს უფასოდ ისარგებლოს საქალაქო, საგარეუბნო და ადგილობრივი მიმოსვლის ყველა სახეობის სახელმწიფო ტრანსპორტით (ტაქსის გარდა) სახელმწიფოს ხარჯზე.

7. პოლიციის თანამშრომელს, რომელიც გათავი­სუფ­ლდა სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად გახდომის გამო, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად უფ­ლება აქვს მიიღოს შესაბამისი სახელმწიფო კომპენსაცია ან სახელმწიფო პენსია.

8. (ამოღებულია). საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2445-სსმI,№56,2812.2005წ.,მუხ.393 საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2472-სსმI,№56,2812.2005წ.,მუხ.413

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/13438-pinansuri-politsiis-shesakheb/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/13438-pinansuri-politsiis-shesakheb/24.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
